Ending Soon! Save 33% on All Access

აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია წელს ონლაინ საქართველოდან გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Touch

20-29 ნოემბერს, 10 დღიანი კონფერენცია გააერთიანებს 1000+ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიება გათვლილია მეწარმეებისთვის, დიზაინერების, მარკეტერების, დეველოპერებისა და ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტების მაძიებელთათვის.
კონფერენციის ძირითადი პროგრამა (პრეზენტაციები, გამოსვლები, მასტერკლასები,ვორქშოფები) გადანაწილდება ორ ვიქენდზე, ხოლო კვირის დღეები დაეთმობა ნეთვორქინგსა და ბიზნეს შეხვედრებს. მონაწილეები შეძლებენ ისწავლონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს მასშტაბით.

სპიკერები იქნებიან სხვადასხვა ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლების მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, როგორებიცაა: Magic Leap (უნიკალური AR ტექნოლოგიები), Deloitte US (კონტენტის შექმნის ტენდენციები), Salesforce, Google (დიზაინის შსახებ), HubSpot (გაყიდვებში მომუშავე ადამიანის ერთი დღე), DeviantArt, Rotten Tomatoes (როგორ დავძლიოთ კრიზისი), VIRTUE (by Vice), Dalton Maag (ახალი ტიპოგრაფიის შექმნა), InVision, E-Dublin, The Next Web (წამყვანი ტექნოლოგიური მედია), Singularity University (სილიკონ ველის ანალიტიკური ცენტრი), Intelistyle (ინდივიალური ჩაცმულობა ), Kiko, Printful (მდგრადობა), WiFisher და სხვა მრავალი, რომელთა ვინაობასაც მალე შეიტყობთ!

ძირითადი საკითხები:

- პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესებისთვის & ბიზნესის გაციფრულება

- როგორ შევქმნათ მსოფლიო დონის კომპანიები განვითარებადი სფეროებიდან

- ციფრული მარკეტინგი, კონტენტი, SMM ტენდენციები

- Customer experience (მომხმარებლის გამოცდილება)

- UX/UI დიზაინი

- ბიზნეს დეველოფმენთი & გაყიდვები

-კრეატიული მიდგომები & ტექნოლოგიები

- გაყიდვები, ელექტრონული კომერცია & მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიები

- გონებამახვილობა & კეთილდღეობა

ვინ უნდა დაესწროს: სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმეები, დეველოპერები, მარკეტერები და PR პროფესიონალები, დიზაინერები, სტუდენტები, ინოვაციების მაძიებლები.

კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, ნეთვორქინგ აქტიობებს, ვორქშოფებს, დისკუსიებსა და ვირტუალურ ექსპოს; გათვლილია მონაწილეებს მიაწოდოს ახალი ხედვები და სიახლეები.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაწევრიანდნენ აქტიობებში ონლაინ, სახლებიდან, ვებ-აპლიკაციის მეშვეობით, რომლითაც წვდომა ექნებათ გამოსვლებზე, დისკუსიებსა და ნეთვორკინგ აქტიობებზე.

ბილეთები ხელმისაწვდომია საიტზე touch.ge/summit. ბილეთის მფლობელები კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე მეილით მიიღებენ მოწვევას აპლიკაციაში შესასვლელად. კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია ბროუზერის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.


კონფერენციის მხარდამჭერები: Onesoul.io, Georgia's Innovation & Technology Agency (GITA), Bank of Georgia Business , Aligned Research Group.

კონფერენციის მედია პარტნიორი: Entrepreneur Georgia

მეტი ინფორმაციისთვის- https://www.facebook.com/events/363909004741324/

მედია და პარტნიორობის მოთხოვნებისთვის: alina@touch.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ