Ending Soon! Save 33% on All Access

ალქიმია: კიდევ ერთი (არაორდინარული) იდეა CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა ქართული კრეატიული ინდუსტრიის შესახებ საინტერესო დისკუსიით გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 დეკემბერს, ლურჯი ოკეანის წლის შემაჯამებელი ღონისძიება CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა საინტერესო დისკუსიით გაიხსნება ქართული კრეატიული ინდუსტრიის შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • შოთა ჩინჩალაძე - ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი. Level C სერტიფიცირებული ბრენდ არქიტექტორი
  • მაკუნა თავბერიძე - თიბისის ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი
  • ალექსი ჩიქოვანი - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - ის დამფუძნებელი, ბრენდის სტრატეგი; სტრატეგიული ბრენდინგის ასოცირებული პროფესორი
  • ვატო ქავთარაძე - საკომუნიკაციო კომპანია Windfor's-ის დამფუძნებელი

ალექს ჩიქოვანს, როგორც ღონისძიების მოდერატორს რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით.

რა საკითხებს შეეხება დაგეგმილი დისკუსია?

ჩვენი ტკივილია ბიზნესში ემოციის, შემოქმედებითი ალქიმიის ნაკლებობა, შემოქმედებითი ალქიმიის ფორმულა 1+1 = 11 ძალიან ცუდად, ხშირად არც მუშაობს.

რატომ დომინირებს რაციონალი ემოციაზე მეტად? რატომ მხოლოდ ლოგიკა და არა არაორდინალური გადაწყვეტილებები?

არადა, გალაკტიონს რომ დავესესხო და თავხედურად გადავაკეთო:

უემოციოდ არ არსებობს არც სილამაზე,

არც უკვდავება არ არსებობს უემოციოდ

უემოციოდ არ არსებობს არც წარმატება,

და არც ბიზნესი არ არსებობს უემოციოდ

სად გვაქვს პრობლემა? რატომ გვაქვს ეს პრობლემა და რაშია გამოსავალი? აი ამ თემაზე ვისაუბრებთ ძალიან მაგარი შემადგენლობით.

რა როლი აქვს ბიზნესლიტერატურას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში?

ჩვენთვის, პანელის ოთხივე მონაწილისთვის, ცოდნის და ამ ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა პროფესიული სრულყოფისა და ზრდის საქმეში ალბათ არ არსებობს. ბიზნესლიტერატურა და ზოგადად ნებისმიერი პროფესიული ლიტერატურა არის უმნიშვნელოვანესი წყარო, ცოდნის მუდმივი გაღრმავების საქმეში, მითუმეტეს თუ ის ჩვენ მშობლიურ ენაზეა ნათარგმნი, რაც მეტია ასეთი ლიტერატურა, მით მეტია მისი გავრცელება და რაც უფრო მეტი ადამიანს მიწვდება მით უკეთესი იქნება ჩვენი საქმიანი და საზოგადოებრივი გარემო. არსებული პრობლემებისაგან ხსნა არის ცოდნა, მენტალობა და პრაქტიკაში დანერგვა. ეს კი სწორედ პროფესიული ლიტერატურიდან იწყება.

განრიგი და სპიკერები: https://online.fliphtml5.com/bzday/vcvt/

ბილეთები: http://tkt.ge/CROSSOVER

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ