Ending Soon! Save 33% on All Access

BTU iOS LAB Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა BTU-ში iOS ლაბორატორია USAID-ის საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 2021 წელს გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტი Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა და მას მიენიჭა სახელი "Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი განათლებისთვის" (AATCE).

სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებული არიან უზრუნველყონ ლექტორებისა და სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები კი საგულდაგულოდ არის შერჩეული Apple-ის სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსები და ასევე, ინფრასტრუქტურა.

AATCE სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს Apple-ის სერტიფიცირებული ტრენერებისგან. კურიკულუმი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს დეველოპმენტის ნაწილსაც. შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ამ მიმართულებით განავითარონ საკუთარი კარიერა და გახდნენ iOS აპლიკაციების ეკოსისტემის ნაწილი. 2008 წელს, App Store-ის გაშვების შემდეგ, iOS აპლიკაციები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროდ იქცა. ის ფინანსური განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სხვადასხვა ზომის ანტრეპრენერებს.

BTU-ში iOS ლაბორატორია USAID-ის საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 2021 წელს გაიხსნა. ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ლექტორებს სტარტაპებსა და ბენეფიციარებს ისარგებლონ, უნივერსიტეტის სრულად აღჭურვილი iOS ლაბორატორიით.

სწორედ აღნიშნულ ლაბში განხორციელდა 6 თვიანი უფასო გადამზადების კურსები iOS და Android-ის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას. კურსების მიზანია შეასწავლოს მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიები და ხელი შეუწყოს მათ ციფრულ სამყაროსთან დაახლოებას Mobile App Development-ის მიმართულებით.

აღნიშნული ლაბი BTU-ში, სტუდენტებს, პროფესორებს, სტარტაპებს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

BTU IOS LAB-ში სრული დაფინანსებით საბავშვო კოდინგის პროგრამის 4 თვიანი კურსი ჩატარდა, რომელიც Apple-ისთვის პროგრამული ენის შესწავლას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში, დამწყებთათვის ამოქმედდა Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა, რომელმაც მათ ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლა Swift პროგრამირების საფუძვლები.

BTU iOS-ს LAB-მა Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრის სახელი StrategEast-სთან პარტნიორობით მოიპოვა.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ