Ending Soon! Save 33% on All Access

გილოცავთ ახალ 2024 ცენტს! ბევრი ვიმოგზაუროთ, ვისწავლოთ, ვიცინოთ, ვიტიროთ და ვიჩხუბოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვისურვებდი რომ 2024 წლის ცივი ზამთარი ახალი იმედებით, შთაგონებით, ძალისხმევით და შემართებით გავივსოს. გაზაფხული ისეთი სექსუალური იყოს ვნებებისგან თავის დაღწევა გაგვიჭირდეს. მოდით, ამ წლის ზაფხულს იმდენი თავგადასავალი გადაგვხვდეს რომ მთელი შემოდგომა ამ მოგონებაზე ვიცინოთ. ნოემბრის ბოლოს კი მოვიხედოთ და ვა, რა მშვენივრად გაფრენილა ეს წელი-თქო ერთმანეთს ვუთხრათ.

მეტი ადამიანი შევიყაროთ. უფრო მეტს კი დავეხმაროთ. ბევრი ვიმოგზაუროთ, ვისწავლოთ, ვიცინოთ, ვიტიროთ და ვიჩხუბოთ. იდეებს გაშმაგებულად მივაწვეთ, უფრო ბევრჯერ დავმარცხდეთ და ავდგეთ. ფული უფრო მეტად სწავლაში დავხარჯოთ და ნაკლები ქეიფში. მეტი ფიქრი მოვახმაროთ ბავშვებს ვიდრე თანამშრომლებს. სხვის ცხოვრებაზე მსჯელობას საკუთარის შეფასება ვამჯობინოთ.

წინ უფრო ხშირად ვიყუროთ და წარსულიდან სწრაფად გადმოვდიოდეთ.

მომავალი ყველაფერზე მნიშვნელოვანი რომაა არ დაგვავიწყდეს და უკან ტრიალს მოვრჩეთ.

ევრომ ლარი მალე ჩაანაცვლოს!

წარმატებული ევროპულ წელს გისურვებთ ანტერპრენერებო!

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ