Ending Soon! Save 33% on All Access

HR პროცესების მართვის პლატფორმა Self.ge ოპერირებას დღეიდან ახალი სახელით და ვებ-მისამართით განაგრძობს ახალი მიზნები და გამოწვევები უკვე Self.HR-თან ერთად!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური კომპანია SELF 2021 წლის მარტში დაარსდა და პირველი პროდუქტი, რომელიც ბაზარს შესთავაზა HR ბიზნეს პროცესების სამართავი CLOUD პლატფორმა Self.HR -ია. დღეს Self.HR სისტემით ყოველდღიურად 400-ზე მეტი კომპანიის 80000-ზე მეტი თანამშრომელი სარგებლობს და ამ ციფრებით მთელი გუნდი ძალიან ამაყობს.

"იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტის სახელწოდება მეტად ინფორმაციული, შინაარსობრივი ყოფილიყო და ხაზი გაგვესვა იმ სფეროსთვის, რომელშიც ვოპერირებთ Self.HR გავხდით და უკვე ახალი ვებ-მისამართიც გვაქვს" - გვიყვება თამარ ბენდელიანი, SELF-ის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
სწორედ მას ვესაუბრეთ Self.HR-ის ახალ გეგმებსა და მიზნებზე:

"Self.HR ტექნოლოგიური პროდუქტია, შესაბამისად, მუდმივად ვითარდება. განვითარების ახალ ეტაპებს კი ახალი გამოწვევები სდევს თან. ორი წელია Self.HR ქართულ ბიზნესზე ორიენტირებულ ქართულ ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნის და უმარტივებს ბიზნესებს პროცესების მართვას ორგანიზაციაში. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის იყო და იქნება მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა და მაქსიმალური ორიენტაცია მათ კმაყოფილებაზე. ქართულ კომპანიებთან ერთად 2023 წელს ჩვენს პორტფელში ძალიან დიდი წილი დაიკავა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთაც ფილიალები სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ. სწორედ ამიტომ, მომალი წლის მთავარ მისიად Self.HR სისტემის უცხოური ბიზნესებისთვის უკეთ გაცნობა და რამდენიმე ქვეყანაში გასვლა ვაქციეთ.

იმისათვის, რომ უფრო მეტად გასაგები ყოფილიყო, თუ რა პროდუქტს ვთავაზობთ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბიზნესებს და ჩვენი ვებ-საიტიც უფრო მიმზიდველი გაგვეხადა მათთვის, გადავწყვიტეთ პროდუქტის სახელწოდება და ვებ-მისამართი შეგვეცვალა. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მცირე ცვლილებებიც კი სამომავლოდ Self.HR-ისთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ