Ending Soon! Save 33% on All Access

მამაკაცმა ინტერვიუს შემდეგ გაქცეულ ეტლში მჯდარი ბავშვი გადაარჩინა, მოგვიანებით კი, სამსახურში მიიღეს ჩანს, ადგილობრივ გმირს − რონ ნესმანს კარგი დრო დაუდგა

By Dan Bova

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

რონ ნესმანი, რომელიც შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ, რვა წლის განმავლობაში ებრძოდა უსახლკარობას, Applebee's-ის რესტორანში, სან ბერნარდინოში (კალიფორნია) ინტერვიუზე იყო, რათა ცხოვრებას დაჰბრუნებოდა, ამასობაში კი ბავშვი გადაარჩინა.

Applebee's-ში ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ნესმანი სკამზე იჯდა ავტომობილების სამრეცხაოსთან, როდესაც საბავშვო ეტლი დაინახა, რომელიც გზატკეცილისკენ მიქროდა. ბავშვის ბებიამ ეტლზე კონტროლი დაკარგა, დაეცა და ვერ ადგა, რათა ეტლი შეეჩერებინა.

ნესმანმა, დაინახა თუ არა, მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა, სკამიდან წამოხტა და ეტლი შეაჩერა. "მე უბრალოდ მადლობელი ვარ განგების, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი", − განუცხადა მან KTLA-ს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების კამერის ვიდეოჩანაწერები ვირუსულად გავრცელდა.

ამას სასიხარულო ამბავი მოჰყვა: ინციდენტის შემდეგ რონ ნესმანს Applebee-იდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სამსახურში მიიღეს. "მე ვაფასებ შესაძლებლობას, რომელიც Applebee's-მა მომცა. ეს მართლაც საოცარია", − განუცხადა ნესმანმა KNBC-ს.

რესტორნის გენერალურ მენეჯერ ემილი კანადის თქმით, მის სამსახურში აყვანას არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვის გადარჩენასთან: "ის შესანიშნავი ბიჭია, შესანიშნავი კანდიდატი იყო და ჩვენს გუნდს Applebee's-ში აუცილებლად მოერგება".

ნესმანმა განაცხადა, რომ ახალი სამსახურით და ახალი ცხოვრების დაწყებით აღფრთოვანებულია და ინტერნეტით ფინანსების შეგროვებით დაინტერესებული არ არის, რაც მას ფეხზე დადგომაში დაეხმარებოდა. ის აღფრთოვანებულია, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა. "ხვალ სამსახურში უნდა გავიდე და ძლივს ვითმენ, როდის დავიწყებ. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ?" − განუცხადა მან KNBC-ს, − "კარგი შეგრძნება იქნება".

Dan Bova

Entrepreneur Staff

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ