Ending Soon! Save 33% on All Access

ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში Touch Summit ბრუნდება TOUCH23 რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება

Key Takeaways

  • სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას
  • სამიტის ფარგლებში Სტარტაპებისთვის ცალკე გამოიყოფა საექსპოზიციო სივრცე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი - TOUCH23 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება.

ეს ორ დღიანი თავგადასავალი გადანაწილებული იქნება თეატრის სხვადასხვა სივრცეებში. იქნება 3 სხვადასხვა სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საინვესტიციო ისტორიების.

პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.

წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.

წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ბევრი სხვა.

თვალი ადევნეთ სპიკერებს ჩვენს ვებ-გვერდს. ის აქტიურად განახლდება და დაემატება ახალი სპიკერები: https://touch.ge/touch23/speakers

სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის შემუშავებული იქნება ცალკე პროგრამა პრეზენტაციებით და პანელური დისკუსიებით. ყველა სტარტაპ დელეგატს საშუალება ექნება მენტორშიფ სესიები ჩანიშნოს სამიტზე მოწვეულ მენტორებთან.

წელს ორგანიზატორები განსაკუთრებულად საინტერესო და ხმაურიან STARTUP CHALLENGE-ს გვპირდებიან, რაზეც მეტი დეტალები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

სამიტის ფარგლებში Სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 30-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავისი პროდუქტი.

ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC's & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიის და EMEA რეგიონებიდან. 100ზე მეტი სტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.

Early bird ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო!

Ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch23/get-pass

სამიტის ოფიციალური პარტნიორები არიან: Acrobator VC, Bank of Georgia, GITA, Georgia Travel, Tbilisi City Hall, Dblock, Terminal, Veli.Store, Mtebi, Onesoul

მედია პარტნიორები არიან: Entrepreneur, Marketer.ge, On.ge, Next.on.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ