Ending Soon! Save 33% on All Access

ემოციური ინტელექტი - სალომე ბენიძე სრულყოფილი კომფორტის ზონის შექმნის ხელოვნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სალომე ბენიძე
მწერალი

„უბრალოდ, ასეთი ვარ და მორჩა", – ადამიანები ამ სიტყვებს ხშირად ვამბობთ. გამონაკლისი არც მე ვარ და მეტიც – გარკვეულ ასაკამდე ასე გამიმართლებია ჩემი ყველა ქმედება, რომელიც გარშემომყოფთა უკმაყოფილებას იწვევდა. ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის და როგორ მოხდა ეს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება – როგორც პირადი, ასევე საქმიანი – არ არსებობს ურთიერთობების გარეშე, ურთიერთობა კი კომპრომისია. თუმცა, სანამ ჩვენი გრძნობებისა და ქმედებების მართვას ვისწავლით, სანამ გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენას მოვინდომებთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი ბოლომდე გავიცნოთ, თუნდაც ამისთვის მისი ყველაზე უარესი ვერსიის ნახვა დაგვჭირდეს. ეს ჩემთვის წყლის სიღრმეში ჩაყვინთვას, შემდეგ კი ზედაპირზე ამოსვლას და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს.

ჩვენ საინტერესო და საშინლად სწრაფ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელსაც ინფორმაცია, კონტაქტები, გავლენები, შექმნილი იმიჯი, საზოგადოებაში თავის დამკვიდრების სურვილი და მცდელობა, წამიერი სენსაციები ამოძრავებს; ეპოქაში, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ თავს ზემოთ ყოველთვის არის ძალა და ლიმიტები არ არსებობს. შესაბამისად, ადამიანები, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, გაცილებით მომთხოვნები გავხდით. შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, იზრდება სტრესიც. სოციალური ქსელების დამსახურებით, ფაქტობრივად, გამჭვირვალედ ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ამ მოცემულობის გამოყენება და ამავდროულად, ჩვენი თავის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი შინაგანი სამყაროს დაცვა ვისწავლოთ, რომ ერთი მხრივ, საჭიროა ვიყოთ სოციალურად სასურველები, მეორე მხრივ კი, ინდივიდები. ვფიქრობ, ეს არის იდეალური ბალანსი, რომელიც გვეხმარება როგორც მიზნების მიღწევაში, ასევე წონასწორობის შენარჩუნებაში და საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევაში. მზა რეცეპტი ალბათ არ არსებობს, თუმცა ჩემი გამოცდილება მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია და ისწავლება, თუკი მოვინდომებთ."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

მკითხემოამბე - Gen Z

Gen Z-ის აზროვნების, ფიქრის, დაგეგმვის, მოტივაციის, მოძრაობის მოდელი მკვეთრად განსხვავდება უფროსი ასაკის კადრების ქცევის მოდელისგან

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე