Ending Soon! Save 33% on All Access

კონა - ბალახების ერთობის ძალა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კონა

„კონა" ჩაისა და ბალახეული ნაკრების ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. კომპოზიციები, როგორც სპეციალურად მოყვანილი, ასევე ველურად შეგროვებული სხვადასხვა ეგზოტიკური ინგრედიენტისგან შედგება. თითოეულ კომპოზიციას სხვადასხვა ორიგინალური სახელწოდება და დანიშნულება აქვს:

  • აღმოსავლური ზღაპარი
  • ცია
  • ზენა
  • ანანა-გუნდა
  • ნაინა
  • ნასადილევს-ნაბახუსევს
  • ალი და ნინო
  • მფარველი ვარსკვლავი
  • მარადიული გაზაფხული
  • ადილა
  • კამელია მწვანეში
  • მთის ცვარი

ამ ორიგინალური დასახელების ბალახეულ პროდუქტებს სთავაზობს ბრენდი „კონა" მომხმარებლებს, რომლებსაც შინაგანი ჰარმონიის, სიყვარულის, სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომის, გათბობის, გაგრილების, მშვიდი ძილისა და სიჯანსაღის დაუვიწყარ განცდებს ჰპირდება.

კონას საკუთარი კრედოც აქვს − „Pauca sed bona − ცოტა, მაგრამ საუცხოო", − რადგან რაც ძალიან კარგია, ის ბევრი ვერც იქნება.

ორიგინალური კონცეფციის ქართული ბალახეული ბრენდის დამფუძნებელი ნატალია ფარცხალაძეა. ვიდრე „კონას" საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს, უცხოეთში საქართველოს საიმიჯო პროექტებითა და მარკეტინგული საქმიანობით იყო დაკავებული. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ნატალია მიხვდა, რომ ახალი, მასთან უფრო ახლოს მდგარი საქმის კეთების დრო დადგა. სურდა ისეთი რამ შეექმნა, რომლის ეტიკეტზეც სიამაყით დაიტანდა ფრაზას: „წარმოებულია საქართველოში". ფიქრისა და საკუთარი შინაგანი ხმის კარგად მოსმენის შემდეგ, მიხვდა, რომ სურდა ბალახეული ჩაის წარმოება დაეწყო. დაუკავშირდა ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს და მათთან გავლილი ტრენინგების თუ კონსულტაციების შემდეგ, გრანტის მოპოვებისთვის პროექტის წერას შეუდგა.

პროექტმა „ენპარდის" გრანტი დაიმსახურა. მისი საშუალებით, ნატალია ფარცხალაძემ საკუთარ აგარაკზე, კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში, მიკროსაწარმო ააშენა.

სწორედ აქედან იწყება „კონას" ისტორია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და დღემდე არაინდუსტრიული პრემიუმხარისხის ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. იგი მომხმარებლებს იშვიათი, მრავალფეროვანი ბალახეული ჩაის სრულიად სუფთა, ხარისხიან და ჯანსაღ კომპოზიციებს სთავაზობს. ხარისხის შენარჩუნებასა და მუდმივ ზრდაზე „კონას" გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რათა ჩაის მოყვარულებს ყოველთვის პრემიუმხარისხის, ჰარმონიული გემო შესთავაზოს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ