Ending Soon! Save 33% on All Access

BTU საერთაშორისო კონფერენცია ინიციატივა 5.0-ს EUMMAS-სთან პარტნიორობით ჩაატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიურ კონსორციუმთან პარტნიორობით საერთაშორისო კონფერენცია "ინიციატივა 5.0" ციფრული ეკონომიკა და პანდემია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით, 2 ივლისს ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ BTU-სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიებაზე ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები კვლევების პრეზენტაციას ჩაატარებენ.

ინიციატივა 5.0 პანელური დისკუსიების სერიას 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ხოლო შემაჯამებელი ინგლისურენოვანი კონფერენცია ციფრული ეკონომიკა და პანდემია დისტანციურ ფორმატში 2 ივლისს ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიურ კონსორციუმთან პარტნიორობით ჩატარდება.

კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტმა ინიციარება გაუკეთა პროექტს "5.0" რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: FEMTECH, MEDIATECH, LAWTECH AND LEGALTECH, FINTECH, EDTECH, AGRITECH, CULTURETECH, HEALTHTECH, GREENTECH, ENTREPRENEURSHIP.

პანელურ დისკუსიებზე დამსწრეთა რეგისტრაცია, მიმდინარეობს ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში