Get All Access for $5/mo

BTU სტარტაპ EKIMO-სთან პარტნიორობით HealthTech ჰაკათონს ჩაატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით Healthtech მიმართულებით ჰაკათონი, სტარტაპ Ekimo-სთან პარტნიორობით, 19-20 აპრილს სტუდენტებისთვის ჩატარდება. ჰაკათონის თემატიკა მოიცავს - ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შექმნას მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

ჰაკათონში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 30, ხოლო სამედიცინო ფაკულტეტის უნივერსიტეტის 10 სტუდენტი გაერთიანდება. თითოეულ გუნდში წარმოდგენილი იქნება სამი BTU-ს სტუდენტი ხოლო სამედიცინო კუთხით - ერთი მონაწილე. გამარჯვებული გუნდები კი მიიღებენ ფულად ჯილდოს:

  • I ადგილი - 5000 ლარი
  • II ადგილი - 3000 ლარი
  • III ადგილი - 2000 ლარი

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებს მენტორობას დიმიტრი ჯანელიძე და სოსო კუპრაშვილი გაუწევენ. იდეებს კი ჟიური შეაფასებს:

  • ირაკლი მირზიკაშვილი - CEO, EKIMO
  • სოსო კუპრაშვილი - PO, EKIMO
  • სოსო ფიფია - CEO, VABACO
  • სალი კვირკველიძე - CMO, EKIMO
  • გიორგი ხაჩიძე - Co-founder, Edupay
  • ნინო მიქავა - BTU-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი

BTU-ს სტუდენტები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

EKIMO ჯანმრთელობაზე ზრუნვის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო თუ სასურველი პროდუქტი და მომსახურება ერთი სივრციდან, დისტანციურად, მიიღონ. ჰაკათონის მთავარი მიზანია, EKIMO-ს პლატფორმა გახდეს პერსონალური ასისტენტი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, პრევენციული მკურნალობის სერვისი იქნება მათთვის.

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აუცილებელია იყოს მესამე და მაღალ კურსზე, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ტექნოლოგიური ტრენდები

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ

გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

ინდუსტრიული ტრენდები

ვინ არ დაისვენა? - Dello

გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!