Ending Soon! Save 33% on All Access

"Fintech Integrator" - ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში ჰაკათონი ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ინიციატივა 5.0 ფარგლებში, ფინტექის მიმართულებით ჰაკათონს ჩაატარებს. ჰაკათონი "Fintech Integrator" ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში ფინტექის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებს შორის ერთ–ერთი ღონისძიებაა. ჰაკათონი 13–14 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.

ჰაკათონი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება.

ჰაკათონამდე გაიმართება ვებინარები და ტრენინგები. დაგეგმილი ღონისძიების მიზანია, მეტი ადამიანი დაინტერესდეს და მიიღოს ინფორმაცია მსოფლიოს მოწინავე ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ ფინტექის მიმართულებით.

ღონისძიებებს ფინანსების მიმართულებით მოწინავე კომპანიები ჩაატარებენ. მათი ჩატარების განრიგი კი ასეთია:

  • ვებინარი „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში," ჩაატარებს Savvy
  • ტრენინგი „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის?," ჩაატარებს Emoney
  • ვებინარი „გოგონები FinTech-ში," ჩაატარებს QuickCash
  • ვებინარი „Fintech ტენდენციები საქართველოში," ჩაატარებს Optio AI

ჰაკათონზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ჰაკათონის გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ფინტექის მიმართულებით არაერთ აქტივობას გეგმავს. მათ შორისაა: კვლევები, განახლებული სასწავლო მოდული, პროექტები, ტრენინგი და ვორქშოფები.

ეს ყველაფერი ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში განხორციელდება.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში