Ending Soon! Save 33% on All Access

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: თიბისი

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

"2021 წლის განმავლობაში, აქტიურად ვაგრძელებდით ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში. პროცესის წარმატებას ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს ყველა მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა განაპირობებს. თიბისის პორტფელი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აღნიშნული ჯილდო კი კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

"ვაჭრობის დაფინანსების სექტორი კვლავაც განიცდის Covid 19-ის პანდემიის გავლენას და პროვაიდერები ჯერ კიდევ ცდილობენ ახალ რეალობაზე მორგებას. ჩვენი ყოველწლიური ჯილდოს გამარჯვებულები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებმაც წარმატებით მოახერხეს ამ გამოწვევებზე რეაგირება და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო მომსახურების შეთავაზება", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

ცვლილებების მართვა ადამიანთა ჩართულობით

"შესანიშნავი რომ გახდე, შენი კონკრეტული უნარ-ჩვევები უნდა გახდეს ავტომატური", - ჯეიმს ქლეარი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ბილ გეითსის აზრით ზარმაცები საუკეთესო თანამშრომლები არიან

თქვენი სიზარმაცე სინამდვილეში რაიმე უფრო ღრმა პრობლემას ხომ არ მალავს?

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!