Ending Soon! Save 33% on All Access

ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამაც 300-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა ილონ მასკი უორენ ბაფეტზე 3-ჯერ მდიდარია, ხოლო მისი მთლიანი ქონება, მშობლიური სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მშპ-ს აღემატება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღეის მდგომარეობით, ილონ მასკი საინვესტიციო ჯადოქარ უორენ ბაფეტზე 3-ჯერ მდიდარია. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, Tesla-ს გენერალური დირექტორი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებაც 300-მილიარდიან ზღვარს გასცდა.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მას შემდეგ, რაც პირველ ნოემბერს მისი ქონება $24 მილიარდით გაიზარდა, ტექნოლოგიური მაგნატის პირადმა კაპიტალმა $335 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, Berkshire Hathaway-ის გენერალურ დირექტორ უორენ ბაფეტის ქონება, 104 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის მასკი უკვე გაცილებით მდიდარია, ვიდრე მისი მშობლიური სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლის მშპ-მა მსოფლიო ბანკის გასული წლის მონაცემებით, 301,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მისი ქონების მკვეთრი ზრდა Tesla-ს აქციების 8,5%-იანმა მატებამ განაპირობა. 2021 წლის განმავლობაში, მასკის პირადი კაპიტალი 165 მილიარდით გაიზარდა. ცნობისათვის, წლის დასაწყისში მულტიმილიარდერი კომპანიის 22,4%-იან წილს ფლობდა.

გასულ კვირას Tesla-ს აქციები ნახტომისებრად, 13%-ით გაიზარდა, რამაც ილონ მასკს დამატებით 36 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. ასეთი მასშტაბის ზრდა უპრეცედენტოა და უმსხვილესი მაჩვენებელია, რაც Bloomberg-ს ოდესმე დაუფიქსირებია. ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანია Hertz-მა Tesla-ს 100 000 ელექტრომობილი დაუკვეთა, რამაც ავტომწარმოებლის კაპიტალიზაცია არნახულად გაზარდა.

დღესდღეობით, მასკი მილიარდერთა სიის ლიდერულ პოზიციას იკავებს და მეორეადგილოსან ჯეფ ბეზოსს, რომლის ქონება 193 მილიარდია, თითქმის 142 მილიარდით უსწრებს.

Tesla-ს აქციები, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 65,6%-ით გაიზარდა, მარტსა და მაისში დაფიქსირებული რყევების მიუხედავად.

ასევე შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს მილიარდერი Twitter-ზე ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა, სადაც განაცხადა, რომ მზადაა Tesla-ს აქციები გაყიდოს და 6 მილიარდი დოლარი მსოფლიოში შიმშილის დასამარცხებლად დახარჯოს, იმ შემთხვევაში, თუ WFP (მსოფლიო სასურსათო პროგრამა) შეძლებს დაამტკიცოს, რამდენად რეალისტური და აღსრულებადი იქნება ეს პროექტი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ