Ending Soon! Save 33% on All Access

ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Noxtton-სა და ამერიკულ კრეატიულ სააგენტო Vision Millennium-ს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Noxtton-მა ამერიკულ კრეატიულ სააგენტო Vision Millennium-თან გრძელვადიანი პარტნიორობის მემორანდუმი 2021 წლის 18 მარტს გააფორმა.

ეს არის სტრატეგიული, ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ხელს შუწყობს შეთანხმებაში მონაწილე კომპანიების სწრაფ ზრდასა და განვითარებას ტექნოლოგიების გლობალურ ბაზარზე.

კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, Noxtton-ის წამყვანი, ტექნოლოგიური და საკონსულტაციო სერვისებისა და Vision Millennium-ის მსოფლიო კლასის პროდუქტის მოდელირებისა და ბრენდინგის გაერთიანების შედეგად, მოხდება მომხმარებლისთვის ღირებული და ბაზარზე გამორჩეული პროდუქტის შეთავაზება.

"ეს არის მრავალმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ორგანიზაციები უზრუნველვყოთ კომპლექსური და ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტებით, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესებს ტექნოლოგიური და ციფრული ინფრასტრუქტურის სრული პოტენციალის ათვისებაში", - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა, Noxtton-ის დამფუძნებელმა

Vision Millennium-ის შესახებ

Vision Millennium წარმოადგენს კრეატიული სააგენტოს, რომელიც მუშაობს ბრენდ კონტენტისა და კომერციული ვიდეორგოლების შექმნაზე, ასევე, ახორციელებს პროდუქტის 3D მოდელირებასა და ვიზუალიზაციას. სააგენტოს სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, თუმცა კომპანიის სერვისები ხელმისაწვდომია აზიის ქვეყნებშიც. Vision Millennium-ის პორტფოლიო მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ 65-ზე მეტ პროექტს ითვლის, სააგენტო თანამშრომლობს ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიც არის: BALR, Jaguar, Goldman Sachs, LVMG, TRENCH LONDON, G&H… .

Noxtton-ის შესახებ

Noxtton-ი ქართული მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამი ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს, Noxtton-ის სერვისები კი 10-ზე მეტ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია ბიზნეს კორპორაციებს, არასამთავრობო სექტორსა და სტარტაპებს მრავალფეროვანი ტექნოლოგიური და საკონსულტაციო სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანიის პორტფოლიო 100-ზე მეტ ლოკალურ და გლობალურ პროექტს ითვლის. Noxtton თანამშრომლობდა სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არის: EBRD GULF, VEON, Red Cross და სხვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის

შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია