Ending Soon! Save 33% on All Access

"კორონავირუსი Apple-ის ახალი iPad Pro-სა და iPhone SE 2-ის გამოსვლას ვერ შეაფერხებს" როგორც ანალიტიკოსი, მინ ჩი კუო აცხადებს, არც თუ ძვირადღირებული iPhone-ისა და ახალი iPad Pro-ს შესახებ ოფიციალური განცხადება სადღაც მარტში გაკეთდება. Apple-ის გეგმებს სავარაუდოდ, ვერ შეაფერხებს ქარხნების დახურვა კორონავირუსის გავრცელების გამო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Donga

შესაძლოა, Apple-მა მარტში რამდენიმე ახალი პროდუქტი წარადგინოს, მაგრამ კორონავურისის გავრცელებამ უჩვენა, რომ მომწოდებლები დიდი რაოდენობის აპარატურის გასავრცელებლად არ იქნებიან მზად. შეტყობინებებში აღნიშნულია, რომ iPhone-ის უდიდესმა მწარმოებელმა Foxconn-მა თავისი ქარხნები დახურა ჩინეთში, მთავრობა ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლას ცდილობს, და ამიტომ წარმოების დიდი ნაწილი შეაჩერა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ამან არსებითი გავლენას არ მოახდინოს Apple-ის გეგმებზე.

MacRumors-ისგან მიღებულ კვლევაში ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუო იუწყება, რომ როგორც არცთუ ძვირადღირებული iPhone-ის, ისე iPad Pro-ს დებიუტი გაზაფხულზეა მოსალოდნელი. Apple-ს ახლა უკვე შეუძლია გაცილებით შორს წასვლა და რამდენიმე კვირაში განაცხადის გაკეთება აპარატურულ უზრუნველყოფაზე. თუ უკვე კარგა ხნის ცნობილ iPhone მოდელის მოკრძალებულ მახასიათებლებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Apple და მისი მომწოდებლები რაღაც დამანგრეველი ტექნოლოგიების დანერგვას არ დაიწყებენ, რომლებიც მეტ განვითარებას მოითხოვს. ყველაფერი, რაც კი 'iPhone SE 2'-ს ან 'iPhone 9'-ს აქვს, უკვე მზად უნდა იყოს. ახლა მხოლოდ პარტნიორების საკითხი დგას, რომლებმაც თავიანთი ქარხნები უნდა გახსნან, ისეთების როგორიც, Foxconn-ია.

ანგარიშში კამერასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალებიცაა განხილული. კუო ვარაუდობს, რომ Apple-ის iPhone SE2-ს შვიდელემენტიანი პლასტიკური ლინზები არ ექნება, ისეთივე ექვს ელემენტიანი ობიექტივი ექნება, როგორიც iPhone 8-ს აქვს.

ზოგადად, ის iPhone 8- სავით უნდა გამოიყურებოდეს, „home" ღილაკით ეკრანის ქვემოთ. Apple-ს iPhone-ის ამ მოდელის ხელმისაწვდომ ფასად გამოტანა აქვს განსაზღვრული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მთავარი თვისებები, დიდი ეკრანი და რამდენიმე კამერა გვერდზე დარჩება. კარგი ახალი ამბავია ის, რომ Apple სავარაუდოდ, კვლავ თავის განახლებულ ჩიპს, A13-ს ჩასვამს. ამ მოდელის ფასი საბაზისო კონფიგურაციით $399-დან დაიწყება.

რაც შეეხება ახალ iPad Pro-ს, ჯერ-ჯერობით კომპანიიდან არანაირი ხმები არ გამოსულა იმის თაობაზე, თუ რას უნდა ველოდეთ. სრულიად ადვილი მოსალოდნელია, Apple-მა შიდა პროცესორი შეცვლოს, სამმაგი კამერის სისტემა შემოიტანოს სხვადასხვა ობიექტივებით, და ასევე, 12.9-დიუმიანი მოდელის LCD ეკრანიც განაახლოს მინი LED ტექნოლოგიით. შესაძლოა, ახალი iPad Pro ახლანდელ ვერსიაზე თხელი და მსუბუქიც იყოს.

შესაძლოა, MacBook-ის ხაზმაც მიიპყროს გარკვეული ყურადღება, კომპანიამ სავარაუდოდ Intel-ის ჩიპების განახლებაზე იზრუნოს Apple-ის MacBook Air, MacBook Pro და iMac-ში. თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მათ კონსტრუქციაში ნაკლებ სავარაუდოა.

ამ ყველაფრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მარტის შუა რიცხვებში უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ Apple-ის მომწოდებლები თავიანთი წარმოების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდებიან, ამას კი მარტის ბოლოს ან კიდევ აპრილის დასაწყისში, პროდუქციის გამოსვლაც მოჰყვეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ