Ending Soon! Save 33% on All Access

Noxtton-სა და BTU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ზრდას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ტექნოლოგიურმა კომპანია Noxtton-მა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ზრდას.

შეთანხმების ფარგლებში, Noxtton-ი აქტიურად იქნება ჩართული BTU-ში გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს, გაეცნონ ციფრულ სამყაროში მიმდინარე ტრენდებს, მიიღონ ინფორმაცია ინოვაციური ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და ციფრული ხელსაწყოების შესახებ. სამომავლოდ ორგანიზაციები ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ.

„მემორანდუმი რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და Noxtton-ს შორის გარფორმდა მოიაზრებს BTU-ს ინიციატივა 5.0 ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ასევე საგანმანათლებლო აქტივობებს და ღონისძიებებს სტუდენტებისთვის და გარე ბენეფიციარებისთვის. გვიხარია რომ გვყავს ახალი პარტნიორი რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამი ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს." განაცხადა ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა.

შეთანხმების ფარგლებში უკვე დაგეგმილია ორი ონლაინ საჯარო ლექცია მაისსა და ივნისში, ვებინარების სადისკუსიო თემა კი კიბერ უსაფრთხოება და Big Data-ს მნიშვნელობა იქნება. საჯარო შეხვედრები შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გაეცნონ კიბერ უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს და Noxtton-ის გუნდის წევრებისგან მიიღონ რეკომენდაციები არსებულ პრობლემებთან გამკლავების ეფექტური გზების შესახებ. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრები პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზე იქნება ორიენტირებული.

გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა Noxtton-ის კორპორატიული მარკეტინგის ხელმძღვანელმა მარიამ ბოჭორიშვილმა.

"ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყოველდღიურად იზრდება ციფრული ხელსაწყოების მნიშვნელობა. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენი ერთობლივი მიზანია, გავზარდოთ ციფრული ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობა, დაინტერესებულ სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია და შევუქმნათ დამატებითი შესაძლებლობები, რაც თითოეულ მათგანს ციფრულ სამყაროში სწორ ნავიგაციაში დაეხმარება ".

Noxtton-ი ქართული მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამი ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს. ორგანიზაციის პორტფოლიო 60-ზე მეტ მასშტაბურ პროექტს ითვლის. კომპანიის ძირითადი აქცენტები კი ბიზნეს კორპორაციებზე, არასამთავრობო სექტორსა და სტარტაპებზე ვრცელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს