Ending Soon! Save 33% on All Access

ოპელი საქართველოში ახალი ენერგიით ბრუნდება!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველასთვის კარგად ცნობილი, გერმანული საავტომობილო ბრენდი - ოპელი საქართველოში ბრუნდება. ოპელის ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია "მეკრე"-ს მმართველი პარტნიორი, ილია თაბორიძის თქმით: "ჩვენი კომპანია ახალ გამოწვევას დიდი სიხარულით შეხვდა, შესაბამისად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპელი სრულიად ახალი ენერგიით ბრუნდება საქართველოში.

მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ოპელის ოფიციალური ცენტრი, სადაც შესაძლებლობა გვექნება ვუმასპინძლოთ ჩვენს მომხმარებლებს და გავაცნოთ OPEL-ის ბოლო თაობის ავტომობილები, როგორიც არის MOKKA, ASTRA, GRANDLAND, სრულიად გათანამედროვებული CORSA და სხვა ."

ახალი ოპელი, ენერგიული,მკვეთრი დახვეწილი დიზაინის,ფერადი ვიზუალური სტილის, ზედმიწევნითი გერმანული სიზუსტით და ინჟინერიით შექმნილი თანამედროვე ავტომობილია. ის ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს და შეუპოვრად მიიწევს წინ ახალი გამოწვევებისკენ.

სულ ახლახანს, 26 ივნისს, რუსელჰაიმში, ოპელმა საკულტო ემბლემის "blitz"-ის ახალი ინტერპრეტაცია წარადგინა. ე.წ კომპასის ცენტრში მოთავსებული ახალი, მკვეთრი და თამამი "ბლიცი" იგივე " ელვა", ბრენდის კონცეპტუალური ფილოსოფიის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს და ამაყად აგრძელებს მის განუყოფელ ნაწილად არსებობას. "ბლიცი" იდეალურად გამოხატავს ბრენდის განვითარების ახალ ტენდენციას, მომავლის ხედვას ელექტრო მობილობის მხრივ. 2028 წლისთვის შეიძლება თამამად ითქვას რომ OPEL სრულად ელექტრო გახდება.

საქართველოში, ოპელის სამოდელო რიგი ბენზინის, დიზელის და ელექტრო ავტომობილებით დაკომპლექტდება. საცალო სეგმენტისთვის გათვალისწინებულია როგორც ბენზინის და დიზელის, ისე ელექტრო,ფლაგინ ჰიბრიდის და ჰიბრიდის ძრავიანი ავტომობილები, ხოლო კომერციული ტექნიკა დიზელის ძრავით იქნება ხელმისაწვდომი.

ოპელის ოფიციალური გაყიდვები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ