Ending Soon! Save 33% on All Access

როგორ ცდილობს ე.წ. სასახლეების ერთ-ერთი კომპანია ინდუსტრიის ჩამოშლას

By Dan Bova

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

Titan Casket ამერიკული კომპანიაა, რომელიც ე.წ. სასახლეებით ვაჭრობს და დაკრძალვის ცერემონიას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

CBS News-ის ცნობით, ამერიკაში დაკრძალვის ცერემონიის საშუალო ღირებულება დაახლოებით $ 10 000-ია, სასახლის კი $ 2 000-ზე მეტი. ამგვარი კოლოსალური ციფრები ხშირად დილემაა დამწუხრებული ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და დაკრძალვის ცერემონიისთვის თანხებს ეძებენ.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ Titan Casket-ის დამფუძნებლები, რომლებიც სასახლეებს საშუალოდ $ 1 000-ად ყიდიან. ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, როგორ ახერხებენ Titan Casket-ის წარმომადგენლები ფასების შემცირებას. Titan-ის თანადამფუძნებლის სკოტ გინსბერგის თქმით, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თავს არიდებენ დიდ ფასნამატს, კლიენტებზე პირდაპირი გაყიდვის გზით.

"არსებობს სასახლეების ორი დიდი მწარმოებელი, რომლებიც წარმოების 85%-ს აკონტროლებენ და ძირითადად დამკრძალავ სახლებთან თანამშრომლობენ", − ამბობს თანადამფუძნებელი სიგელი. "როდესაც ოჯახი დამკრძალავ სახლში მიდის, ხშირად არ ამოწმებენ და არ ადარებენ ფასებს, შესაბამისად მათ არ იციან პროდუქტის ღირებულებაც. ეს დინამიკა კი იმას მიანიშნებს, რომ კუბოებზე მასობრივი ფასნამატია".

მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციას გარკვეული სარგებელი აქვს ფასისა და ღირებულების მხრივ, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოწვევაა მედიაარხებით საზოგადოებასთან კომუნიკაცია გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. Titan-ის აღმასრულებელი გუნდის თქმით, სწორედ ამიტომ, მათი შეტყობინებები დაფუძნებულია ხარჯებისადმი ცნობიერების ამაღლებაზე.

"ჩვენ თავს უფრო მეტად აღვიქვამთ სერვისისა და ინფორმაციის მიმწოდებელ კომპანიად, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გვიკავშირდებიან", − განუცხადა CBS News-ს თანადამფუძნებელმა ლიზ სიგელმა.

შესაძლოა, Titan Casket-ის ვიზიტორებისთვის შემაწუხებელი იყოს დაკრძალვასთან დაკავშირებული ფასდაკლებების შეთავაზებები. თუმცა, რეკლამა ასე მოითხოვს. აქვე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ Taylor Swift-მა სიმღერის Anti-Hero-ს კლიპში სწორედ Titan Casket-ის სასახლეები გამოიყენა, რამაც მათი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.

Dan Bova

Entrepreneur Staff

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ