Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განახლებაში მეწარმემ მარანი მოაწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განახლებაში მეწარმემ მარანი მოაწყო და ადგილობრივ ბაზარზე უკვე აქტიურ რეჟიმში ახორციელებს 5 დასახელების ღვინის: რქაწითელის, ჩხავერის, ცოლიკაურის, უსახელაურის და საფერავის რეალიზაციას.

სამომავლოდ იგეგმება მარნის გაფართოებაც. ასევე, სასტუმროსა და რესტორანში სტუმრების მიღება. გარდა ამისა, „ჯაფარიძეების მარანს" ბანკის მხარდაჭერით ახალი დანადგარი შეემატა, რისი მეშვეობითაც მეწარმე ღვინოს უკვე ბოთლებში ჩამოასხამს და ასეთი სახით გაუწევს რეალიზაციას.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით მეღვინეობის მიმართულებით პროექტების დაფინანსებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ხელშეწყობით „ჯაფარიძეების მარანი" საქმიანობას აფართოებს. მეწარმე 5 ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის რეალიზაციას ახლა უკვე ბოთლის სახითაც შეძლებს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ის ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ