Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრემში ღვინის რესტორანი გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც გრემში ღვინის ღია რესტორანი გაიხსნება. რესტორანში განთავსდება შოურუმი, ულამაზესი ვერანდა, რომლიც 120 ადამიანზე იქნება გათვლილი. ღვინის რესტორანი მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ კერძებს შესთავაზებს. რესტორანში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ღვინოები. როგორიცაა: საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხვანჭკარა, 3 სახეობის ალაზნის ველი (წითელი, თეთრი და ვარდისფერი), ასევე სამი სახეობის ფიროსმანი (თეთრი, წითელი, ვარდისფერი)

გახსნის შემდეგ ღვინის რესტორანი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 100 000 ევროა. კომპანია რესტორნის გახსნას სექტემბერში გეგმავს.

„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და შპს „გრემის" პარტნიორობით ღვინის ახალი რესტორანი გაიხსნება. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო ღვინის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ვფიქრობთ ახლა კიდევ უფრო მეტად საჭიროა გვერდით დავუდგეთ ღვინის ბიზნესს და მას შემდგომი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. აუცილებელია არ გავჩერდეთ და ერთად ვიზრუნოთ რომ სექტორი მომგებიანობის ძველ მაჩვენებლს დაუბრუნდეს",- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს