Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ ნერგავს.

ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ბანკმა ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება პარტნიორების დახმარებით შეძლო.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სიახლეების დანერგვას. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ სრულიად ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი. აღნიშნული პროდუქტი იდეალური წყაროა ალტერნატიული ელექტროენერგიის მისაღებად, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს. ამასთან, მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიის ხარჯები და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. „დაზოგე და იზრუნე გარემოზე"- ესაა ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროექტის განხორციელებისას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში",- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/solar-power

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას