Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს "საკონდიტრო კომპანია" ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. შპს „საკონდიტრო კომპანიის" საქმიანობის გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, რის ფარგლებშიც „საკონდიტრო კომპანიას" სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. მისი მეშვეობით, კომპანია დღეში 350-400 კგ. პროდუქციის წარმოებას და შეთავაზებული საკონდიტრო ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეძლებს.

ამჯერად კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს, პროდუქციის რეალიზება ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის „სანდომის" ქსელში.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, შპს „საკონდიტრო კომპანია" ფართოვდება. მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ბიზნესის, ამჯერად „საკონდიტრო კომპანიის" სამომავლო განვითარებაში", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ