Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური საღამო, "თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა" გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 19 ივლისს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილისადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა" გაიმართა.

საღამო მიწვეულმა მოდერატორმა, ლევან ბერძენიშვილმა გახსნა, რომელმაც ვაჟა ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ უცნობი და საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები ვაჟა ფშაველას შესახებ, ასევე ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.

ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების" სიუჟეტზე იყო აწყობილი, რომელიც ვაჟა ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა" და „სტუმარ-მასპინძელს" ეფუძნება.

საღამოს მუსიკალური ნაწილი კი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და თავად ფილმის მუსიკალურ ბილიკზე იყო აწყობილი, რომელიც თანამედროვე არანჟირებით იყო წარმოდგენილი. მისულ სტუმრებს გიორგი ცაგარელის, ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძეს, Zagareli & Strings და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ღონისძიება „არტარეასა" და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ