Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრულად საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული.

"დამსვენებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ახალი პროექტი წამოგვეწყო. იდეის სისრულეში მოყვანაში კი, საქართველოს ბანკი გვეხმარება. მათთან პარტნიორობით დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც ბაკურიანში დამატებით კოტეჯის მშენებლობას გულისხმობს. ძალიან მალე, სასტუმრო პირველ დამსვენებელს უმასპინძლებს", - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ნანული მაღრაძე.

"საქართველოს ბანკი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა", - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ