Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს რაგბის კავშირმა 50 უნიკალური NFT ბარათი გამოუშვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად, საქართველოს რაგბის კავშირმა პლატფორმა Enefty-სთან ერთად გამოუშვა 50 უნიკალური NFT ბარათი - ექსკლუზიურად შექმნილი ქართველი მორაგბის ნონო (ნოდარ) ანდღულაძის მიერ, კოლექცია მოიცავს ნაკრების 5 მორაგბის სხვადასხვა ხარისხის ბარათებს.



პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ქართული რაგბის ძლიერი ფანკლუბი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, რაც ქართული რაგბის ქომაგობის პოპულარობას და პოპულარიზებას გაზრდის.

კოლექციის მყიდველები მიიღებენ სხვადასხვა სახისექსკლუზიურ სარგებელს, როგორიცაა ქომაგების მასტერკლასები, უფასო და/ან პროვილეგირებული ბილეთები ეროვნული ნაკრებების საშინაო და გასვლით მატჩებზე, შიდა ჩემპიონატის თამაშებზე დასწრების აბონემენტს, ექსკლუზიურ წვდომას სხვადასხვა მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ აქსესუარებზე და ამავდროულად შეეძლებათ აქტიურად ჩაერთონ ქართული რაგბის მიერ ორგანიზებულ ყველა სოციალურ პროექტში რომელიც როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო არენაზე იგეგმება და ხორციელდება.

Შეძენისას პლატფორმა შემთხვევითობის მიხედვით ასახავს ბარათს თქვენს ელ-საფულეზე, რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ წარმომადგენელი თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე და დეტალურად გაგაცნობთ ბენეფიტების შესახებ. ყველა ხარისხის ბარათის მფლობელი სარგებლობს ერთი და იმავე ბენეფიტებით.



NFT ბარათების ყიდვა ხდება კრიპტო ვალუტა MATIC-ით პლატფორმაზე Enefty.app,

ყიდვის ინსტრუქცია საიტზე Https://nft.rugby.ge/GE
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას