Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს საბანკო ასოციაციამ და ლეო ინსტიტუტმა ერთობლივი ვორქშოპი გამართეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს საბანკო ასოციაციამ და ლეო ინსტიტუტმა ერთობლივი ვორქშოპი გამართეს თემაზე "რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანამშრომელთა მაღალი ჩართულობის და ერთად მუშაობის კულტურის შესაქმნელად". ვორქშოპში მონაწილეობდნენ კომერციული ბანკების ადამიანურ რესურსების და მენეჯმენტის სხვა მიმართულებების წარმომადგენლები.

Gallup-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, თანამშრომლების 85%-ს არ უყვარს თავისი სამსახური. ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომელთა დიდი რაოდენობა ტოვებს სამსახურს. იგივე ტენდენციაა დაწყებულია სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც. ამ გამოწვევასთან ერთად ახალი თანამშრომლის აყვანაც რთული პროცესია.

"რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გაცილებით უფრო ბედნიერი და წარმატებული სამსახურში" - ამბობს ლეო ინსტიტუტის გენერალური დირექტორი გიორგი ბურჭულაძე.

საბანკო სექტორს დიდი ხანია დაწყებული აქვს მუშაობა ამ მიმართულებით. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და ამავდროულად ადამიანთა ჩართულობის ზრდისა და განვითარების კუთხით უპირობო, ინოვაციური ლიდერია.

"დღეს,მსოფლიოში რადიკალურადაა შეცვლილი დასაქმების ტენდენციები, ახალ თაობას კი ყველა სხვა თაობისგან განსხვავებული მოტივატორები და მისწრაფებები აქვს. ეს გლობალური ტენდენცია საქართგველოშიც თვალსაჩინოა, ჩვენ გვსურს უკვე დღეს ვიმუშავოთ გამოწვევებზე, სანამ ისინი პრობლემებად იქცევა", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

საქართველოს საბანკო ასოციაცია უერთდება ლეო ინსტიტუტის მოძრაობას ქვეყანაში თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად. ლეო ინსტიტუტს აქვს უნიკალური საერთაშოისო გამოცდილება, იცნობს ქართულ კულტურას და წლებია ეხმარება კომპანიებს ერთად მუშობის კულტურის შექმნაში და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მარკეტინგი

ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი