Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოში პირველად სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბური START-UP მარათონი გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Alte University-ის ინიციატივით, GITA-ს, „თიბისის" პროგრამა „სტარტაპერთან" თანამშრომლობით, ისრაელის საელჩოს თანადგომით, Entrepreneur Georgia-სა და ონლაინგამოცემა „ახალი განათლების" საინფორმაციო მხარდაჭერით საქართველოში პირველი სასკოლო Start-up მარათონი ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას.

კონკურსის ფარგლებში უპრეცედენტო რაოდენობის − 128 განაცხადი შემოვიდა, რაც, პროექტის ორგანიზატორების აზრით, ორ ძირითად მიზეზთანაა დაკავშირებული: მარათონი ბენეფიციარებისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც მსგავსი ტიპის მასშტაბური სასკოლო კონკურსი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ სკოლებთან მუშაობა და ურთიერთობის გამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, იდეის განმახორციელებლებმა გამართეს შეხვედრები ტექნოპარკის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე, ჩაატარეს ონლაინ ღია შეხვედრები სკოლებთან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათ ინფორმირებაში.

რაც ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნოა, პროექტების დიდი ნაწილი არის რეგიონებიდან, ასევე, მათგან მეტი წილი ეხება ტექნოლოგიების მიმართულებას, მათ შორისაა იდეები ედუტექის, იგივე განათლების ტექნოლოგიების კუთხით. ძალიან გაგვიჭირდა გადარჩევა, თუმცა, საბოლოოდ ფინალურ ეტაპზე გადავიდა 15 გუნდი და ვფიქრობთ, თითქმის ყველა აპლიკანტთან და მათ სკოლებთან განვაგრძობთ თანამშრომლობას, თუ მათაც ექნებათ ამის სურვილი. საკმაოდ ბევრია მე-10, მე-11 კლასელი, რომელიც დაინტერესდა ჩვენი პროექტით, ასევე, არიან მე-12 კლასელებიც და იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა მე-8 და მე-9 კლასებიდან, რის გამო დავუშვით გამონაკლისი და მივიღეთ მათი განაცხადებიც. ძალიან მალე გაგაცნობთ შერჩეულ პროექტებს ჩვენი Facebook-გვერდის საშუალებით", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს Alte University-ის „სტარტაპ გარაჟის" ხელმძღვანელი, თეონა დალაქიშვილი.

აპლიკანტები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩნენ, მათ შორის: ბიზნესიდეის ინოვაციურობა, იდეის ვალიდურობა: რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტს? იდეის განხორციელებადობა − რამდენად რეალისტურია? და გავლენა − რა სახის ცვლილებების მომტანია ბიზნესიდეა? გამარჯვებული გუნდის წევრები კი Alte University-ისგან სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას, ხოლო „თიბისი Z"-ისა და „სტარტაპერისგან" 5 000-ლარიან ჯილდოს მიიღებენ. „Start-up გარაჟის" სერვისები კი მათ საშუალებას მისცემს, განავითარონ იდეა და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

სიახლეები

ცოტა რამ გია დვალის შესახებ

ქართველი მეცნიერი ავტორიტეტად მიიჩნევა თეორიული ფიზიკის დარგში

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ