Ending Soon! Save 33% on All Access

SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკმა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა, კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი Business Online Banking 2022 გამარჯვებულად დაასახელა.

SME Banking Agency-მ გაანალიზა აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უკრაინის 70- ზე მეტი ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი, შეისწავლა რეგიონში ინტერნეტ ბანკინგის დანერგვის ტენდენციები და საუკეთესო გამოცდილება. ბიზნეს კლიენტებისთვის ონლაინ ბანკინგის ყოველწლიური კვლევის შედეგად კი გამარჯვებულად საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი დაასახელა.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით". ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენი მიზანია, ბიზნესმომხმარებლებს მივცეთ საბანკო მომსახურება და ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა სრულად ონლაინ, რათა კიდევ უფრო ეფექტურად და მარტივად მართონ საკუთარი ბიზნესი", − განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს