Get All Access for $5/mo

თბილისის მერია და ახლადდაარსებული საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი "აქსელი" პირველ Pitch Day-ს მასპინძლობენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AXEL

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი" სტარტაპ ბიურომ და კედარი ვენჩერსმა დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.

პირველი Pitch Day (სტარტაპების პრეზენტაციების დღე) 24 ივნისს გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიასთან პარტნიორობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა „სტარტაპერი".

Pitch Day-ში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა უნდა გააკეთონ განაცხადი შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://forms.gle/2fcw4AsyDuVVCP74A

ხოლო აქსელის წევრობით და Pitch Day-ში მონაწილეობით დაინტერესებულმა ინვესტორებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა: https://axelnetwork.org

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს