Ending Soon! Save 33% on All Access

თბილისში ცელიაკიის კონფერენცია და უგლუტენო ექსპო გაიმართება ჯანმრთელად გლუტენის გარეშე!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხვალ, 9 დეკემბერს 11 საათზე, სასტუმროში ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსი" გაიმართება ცელიაკიის კონფერენცია და გლუტენის გარეშე პროდუქტების ექსპო: ,,ჯანმრთელად გლუტენის გარეშე!" ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამილა ბარკალაია. კონფერენციას დაესწრებიან წარმომადგენლები განათლების სამინისტროდანაც. ღონისძიების სპიკერები და სტუმრები არიან სამედიცინო სექტორის პროფესორები, პედიატრები, გასტროენეტროლოგები, ალერგოლოგები, დერმატოლოგები-ყველა მიმართულების ექიმები, ვისაც ცელიაკიის აღმოჩენა-მართვა ეხება.

ღონისძიების ორგანიზატორია ,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია (სცეა)." ორგანიზაციის პრეზიდენტი, ქეთი ტაბატაძე შეაჯამებს ასოაციაციის დაარესებიდან ერთი წლის აქტივობებს, ისაუბრებს მიღწევებზე და გამოწვევებზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ,,სცეა" ოფიციალურად გახდა ევროპის ცელიაკიის ასოციაციების საზოგადოების (AOECS) წევრი.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვიანია და მოიცავს შემდეგ საკითხებს: უგლუტენო კვება და დიეტისადმი ორგანიზმის დაქვემდებარება, რკინადეფიციტური ანემია ცელიაკიის დროს, ნუტრიციოლოგის რჩევები, ცელიაკიის ეროვნული გაიდლაინი, სკრინინგის მნიშვნელობა და აუცილებლობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია იმართება (AOECS)-ის მხარდაჭერით. ევროასიციაციის წევრობა ბევრ სიახლეს ნიშნავს საქართველოს ცელიაკიის საზოგადოებისთვის, რაც ასოციაციის სტრატეგიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

ინფორმაციისთვის, ცელიაკია მსოფლიო პოპულაციის 1-2%-ს აქვს დადასტურებული, 100 ადამიანში ყოველი ერთი არ ორი ადამიანი ცელიაკიის მქონე პირია. აღნიშნული სტატისტიკა ზრდადია გაზრდილი ტესტირებების ფონზე.

მედიას ძალიან დიდი ძალა აქვს ცნობიერების ამაღლების კამპანიის გავრცელებაში. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების! ერთად ჯანმრთელი მომავლისთვის!

ცელიაკია ეს არის წვრილი ნაწლავის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ცილა გლუტენის მოუნელებლობით. გლუტენი შედის ისეთ მარცვლეულში, როგორიცაა, ხორბალი, ჭვავი, ქერი და სხვა. დაავადების მართვა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ სწორი, გლუტენის გარეშე კვებით.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ