Get All Access for $5/mo

თეგეტა მოტორსში შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თეგეტა მოტორსი

თეგეტა შიდა გადაადგილებისა და გადაზიდვისთვის ეკო სატვირთო ავტომობილებს იყენებს. კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, ეკოლოგიაზე ზრუნვა კომპანიისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამუშაოების შესრულებისას, გადაზიდვებისათვის, სერვისცენტრებში, კომპანია მუდმივად ეკოინოვაციების დანერგვას ცდილობს და თანამედროვე ტენდენციებს ერგება.

2 თვეა, რაც თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე ელექტრო სატვირთო მანქანები გამოჩნდა. კომპაქტური ზომის ეკო–სატვირთოები თეგეტას სერვის ცენტრის შიდა პერიმეტრზე ავტონაწილების გადასატანად არის გათვალისწინებული.

„ვფიქრობთ, რომ ელექტრო სატვირთო მანქანების გამოყენება თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში მნიშვნელოვანი ეკოინიციატივაა. ნულოვანი ემისიის მქონე ავტომანქანები არამხოლოდ ჰაერის დაბინძურების, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორის, ე.წ. „ხმაურის დაბინძურების" (Noice Pollution) შემცირებას უწყობს ხელს, რაც თეგეტას მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია" – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა.

თეგეტას ელექტრო სატვირთოები 3 საათში იმუხტება და 80 კმ–ის გავლა შეუძლია. ეკო–სატვირთოები მაქსიმუმ 400კგ ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს და მომხმარებლის მომსახურებას უფრო მეტად კომფორტულსა და ოპერატიულს ხდის.

ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, თეგეტა მოტორსი ენერგო ეფექტური ინოვაციების დანერგვას განაგრძობს.

„კომპაქტური ეკომეგობრული სატვირთო მანქანების გამოყენება ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია. სამომავლოდ შიდა ოპერაციებისა და გადაზიდვისთვის განკუთვნილი ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლდება" – ამბობს ვახტანგ კაჭარავა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!