Get All Access for $5/mo

ტექნოპარკში იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში, იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე (Italian Innovation and Research Day) აღინიშნა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსიები იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სთავაზობს იტალია ქართველ სტარტაპებს და სტუდენტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც, რომლის გამარჯვებულებიც გაემგზავრებიან იტალიაში და გაივლიან სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს SPICI -ის FabriTech განყოფილებაში და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2018 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ქართველი სტარტაპებისთვის უფასო ,,სასწავლო ვიზიტს იტალიაში". პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, როგორც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გაზიარება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს