Ending Soon! Save 33% on All Access

The Cleaning Ladies -კომპანია, რომელიც სისუფთავეს უზრუნველყოფს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბოლო დროს აქტიურად გვესმოდა სხვადასხვა არგუმენტი სახლის, აგარაკის, ოფისის, აუზის, კომპანიების დასუფთავებასთან დაკავშირებით. მეგობრებისა და კოლეგების უმრავლესობა ხშირად განიხილავდა უხარისხო დასუფთავების შემთხვევებს, დროში გაწელილ მილაგება/დალაგებებს, რადგან ამის გამოცდილება უკვე წლებია გვაქვს მე და ჩემს თანაპარტნიორს − ლიას. მისი ინიციატივით სულ რაღაც ორ საათში დაიგეგმა და გაიწერა ბიზნესი, ჩამოყალიბდა სტარტაპად", − ნანა ხვედელიძე The Cleaning Ladies-ის თანადამფუძნებელი.

როგორც ნანა გვიყვება, სტარტაპის ამოქმედებიდან 8 საათში მიიღეს რამდენიმე დაკვეთა და მეორე დღესვე შეუდგნენ აქტიურ მუშაობას.

"ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისს, როგორც დასუფთავების, ასევე ძიძების მომსახურების კუთხით", − კომპანიის თანადამფუძნებელი ლია ტაბარუკიშვილი.

მათი აზრით ყველა ბიზნესი მოითხოვს დროს, ენერგიას, სიმამაცეს, რაც უდიდესი რისკია.

"გამოწვევა იყო დიდი სარემონტო ფართები, რამდენიმე აპარატი გვაკლდა და ბევრი შეკვეთის გამო ვერ ვასწრებდით გადათამაშებას, თუმცა საბოლოოდ ეს საკითხიც ერთგული თანამშრომლებისა და მეგობრების დახმარებით გადავჭერით", − ამბობს ნანა.

კომპანიას უკვე უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. მათი მიზანია კადრების ზრდა, აპარატურის შეძენა და რეგიონებში ხელმისაწვდომობის გაზრდა.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ