Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე რჩება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ პირებს ონლაინ განაცხადის შევსება 30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy-registration. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა ტესტირების და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ცოტა ხნისს წინ დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.

აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

თიბისი აკამდემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას