Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა, თიბისიმ საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პროგრამა შექმნა. პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის და მომხმარებელს გაუმარტივოს ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა.

საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს:

  • სასაქონლო მარაგების და ნედლეულის შეძენას;
  • პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას;
  • საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა: იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯები, რეკლამის და მარკეტინგის ხარჯები და სხვა.

„დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროება საბრუნავი საშუალებების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო შეექმნა პროგრამა, რომლითაც შეძლებდა ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება", - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

საბრუნავი საშუალებების ფინანსირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/new-platform-for-working-capital-financing , სადაც დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსებაც შეუძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ