Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 306 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მზარდი მოთხოვნისა და აღნიშნული მიმართულებით, მსესხებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. აღნიშნული თანხა ADB-მ, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად მოიზიდა.

"მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ADB-სთან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული ტრანზაქცია აძლიერებს თიბისი ბანკის ვალდებულებას - მხარი დავუჭიროთ იპოთეკურ მსესხებლებს ფინანსური სახსრებით ეროვნულ ვალუტაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია საცალო სეგმენტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებით, ADB ხელს უწყობს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შემცირებას. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება მხარს უჭერს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

"ADB მოხარულია თიბისისთან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გრძელვადიანი იპოთეკური სესხების დაფინანსებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უზრუნველვყოფთ. სახლი ოჯახის მიერ შეძენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ამასთანავე, განვითარებული დეველოპერული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია", - აშოკ ლავასა, აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ