Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის სტიპენდიანტი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

პორტუგალიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ნიჩბოსანი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია. 2021 წლის ივნისში ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩატარდა. 2019 წელს კი სლოვაკეთში გაიმართულ შეჯიბრზე სახელად ოლიმპიური იმედები, ქართველმა ნიჩბოსანმა სამ დისტანციაზე იასპარეზა: 1000 მეტრი, 500, 200 და სამივეში ოქროს მედალი აიღო. აქამდე, საქართველოს სახელით მოასპარეზე არც ერთ ნიჩბოსანს არ ჰქონდა მოგებული ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია.

ალექსანდრე წივწივაძე თიბისის სტიპენდიატების პროექტს 2020 წლიდან შემოუერთდა. თიბისის სტიპედიანტების პროგრამა, რომელიც მესამე წელია გრძელდება, ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს. პროგრამის თითოეული მონაწილე იღებს სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში.

თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ყოველწლიური ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ ახალგაზრდა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს