Ending Soon! Save 33% on All Access

ციფრული სტარტაპ ბუთქემფი დისტანციური დემო დღე და ფულადი საპრიზო ფონდი BTU-სგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან ერთად „ციფრულ სტარტაპ ბუთქემფს" ახორციელებს.

„ბუთქემფი" სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების თანახმად, „სტარტაპ ბუთქემფი" 28-29 მარტს და 4 აპრილს ონლაინფორმატში ჩატარდება. ონლაინ ბუთქემფში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 23 მარტამდე მიმდინარეობს. კონკურსის ფარგლებში კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე 10 სტარტაპი შეირჩევა.

პროექტის ფარგლებში, ინტენსიური სესიები სტარტაპების მიერ იდეისა და ბიზნესგეგმის დახვეწაზე მუშაობასა და წუთიანი ვიდეოსფიჩის მომზადებას ითვალისწინებს. საუკეთესო წუთიანი ვიდეოს ავტორს 1000 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცემა. ასევე, ბუთქემფის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტ „შემოქმედებითი ნაპერწკალის" ფარგლებში დაგეგმილ „იდეაფესტისა" და საერთაშორისო Big Idea Challenge-ის საერთაშორიო კონკურსებშიც. გამარჯვების შემთხვევაში კი, 1000 ფუნტის ფულად პრიზთან ერთად, ლონდონში გაემგზავრებიან, სადაც ინტენსიური ტრენინგების გავლის პარალელურად, ინვესტორებთან შეხვედრისა და მათი მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეებს მნიშვნელოვან დახმარებას BTU-ს მიერ საგანგებოდ მომზადებული ონლაინ სასწავლო მასალები, ვიდეობლოგები და ავატარის მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლექციები გაუწევს.

ციფრულ სტარტაპ ბუთქემფში მონაწილეობის მსურველები კი 23 მარტამდე ეწვიეთ ბმულს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

ცვლილებების მართვა ადამიანთა ჩართულობით

"შესანიშნავი რომ გახდე, შენი კონკრეტული უნარ-ჩვევები უნდა გახდეს ავტომატური", - ჯეიმს ქლეარი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის

შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ

სიახლეები

ბილ გეითსის აზრით ზარმაცები საუკეთესო თანამშრომლები არიან

თქვენი სიზარმაცე სინამდვილეში რაიმე უფრო ღრმა პრობლემას ხომ არ მალავს?

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!