Ending Soon! Save 33% on All Access

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.

თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანამანათლებლო ინსტიტუციასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი - კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს შეიქმნა არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით. მუზეუმმა, რომელიც თავისი დამაარსებლის სახელს ატარებს, 2020 წლიდან სრულიად განახლებული სახით, ახალი სიცოცხლე დაიწყო.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ძველი წელთაღრიცხვის მერვედან პირველ საუკუნებამდე ისტორიას გვიყვება. ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები „ოქრომრავალი კოლხეთის" რეალობის დასტურია. მნიშვნელოვანია, რომ დამთვალიერებელი პირველად ეცნობა მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველ მასალას და ძველი კოლხების ცოდნას ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. აქ ინახება ამბები, რომელიც საკუთარი წარსულის შესახებ ფართო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.

განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში. თიბისის ამოცანა ვანში დაცული საგანძურის საზოგადოებისთვის თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.

ეროვნული მუზეუმის როლი მოსახლეობის არაფორმალური განათლებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია, თიბისი იზიარებს ეროვნული მუზეუმის ხედვას და მის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სამუზეუმო საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული კულტურის განსაკუთრებულ როლს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ