საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი კულტურული მნიშვნელობის პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გალერეა კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა 27 აპრილს გაიხსნება და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ხელოვნების კონსულტანტის, ლიკა ჭკუასელის კურატორობით, გამოფენაზე XX საუკუნიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო 6 წლის მანძილზე სხვადასხვა კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. მათ შორის: ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხის თუ სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრები.